"საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა გაფართოვდა, პროფილი გაფართოვდა და ის შეეხება საწვავის ფასებსაც და არა მხოლოდ პროდუქტზე გაზრდილ ფასებს. შესაბამისად, მისასალმებელია ეს საკითხი," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი საუბრობს.
მისი თქმით, ჩაერთვებიან ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
"საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა გაფართოვდა, პროფილი გაფართოვდა და ის შეეხება საწვავის ფასებსაც და არა მხოლოდ პროდუქტზე გაზრდილ ფასებს. შესაბამისად, მისასალმებელია ეს საკითხი. რაც შეეხება საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხზე მუშაობას, ჩვენ ბევრჯერ ვთქვით ამასთან დაკავშირებით, რომ ჩავერთვებით ნებისმიერ ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებას", - აცხადებს ტატა ხვედელიანი.
ცნობისთვის, სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისია უკვე ერთი საათია ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს ხვდება. კომისია დასკვნას აპრილში დადებს. პირველი სხდომის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ კომისია არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებსა და საწვავის ფასებზეც იმსჯელებს.