09 აგვისტო 2026,   10:01
ვრცლად
ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, 30 წელს ითვლის - ბათუმში ნათლისღება აღნიშნეს

ნათლისღება ამჯერადაც გვიან ღამით აღნიშნეს ბათუმში. ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, 30 წელს ითვლის.

მორწმუნეები ზუსტად ღამის 12:00 საათზე რიტუალს უერთდებიან და ზღვაში შედიან.

ცერემონიაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პერიმეტრს, უსაფრთხოების მიზნით, მაშველები აკონტროლებდნენ.

განბანის რიტუალი ცოდვების მიტევების სიმბოლოდ ითვლება.

დღის ამბები