მზადება საპასუხო ტარიფებისთვის - გერმანული "შპიგელი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ვაშინგტონის ქმედებების გამო ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საპასუხო ტარიფებს ამზადებს.
სტატიაში წერია, რომ ბრიუსელში უახლოეს დღეებში დაგეგმილ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საპასუხო ზომად განიხილავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე რიგი ამერიკული კომპანიებისთვის მუშაობის შეზღუდვაც.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი კი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, გააძლიერონ ძალისხმევა ტრამპის გადარწმუნების მიზნით და თავიდან აიცილონ გრენლანდიის საკითხის გამო ტარიფების დაწესება.