10 აგვისტო 2026,   11:32
ვრცლად
მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად ცნობილი ძეგლი - "იკვის" ტაძარში წმინდა გიორგის უიშვიათესი ფრესკაა შემონახული, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება

ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს დღესასწაულს, რომელიც განწმენდასა და განახლებას უკავშირდება.

სახარების თანახმად, ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

დღეს "იკვის" წმინდა გიორგის ეკლესიის მეთერთმეტე საუკუნის უნიკალურ ფრესკებზე მოგითხრობთ... ეს ტაძარი შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად ცნობილი ძეგლია.

"იკვის" ტაძარში წმინდა გიორგის უიშვიათესი ფრესკაა შემონახული. წმინდანი წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც რელიგიური პერსონა, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმბოლო - მფარველი, მეომარი და განმათავისუფლებელი.

 

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები