11 აგვისტო 2026,   07:33
ვრცლად
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გლდანთან ახლოს, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

როგორც შინაგანს საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები