11 აგვისტო 2026,   07:43
ვრცლად
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს, პიტერ ფიშერსა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის კონფიდენციალურ შეხვედრა გაიმართა - "ქართული ოცნება" გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს

დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს, გერმანიის საელჩოში პიტერ ფიშერსა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის კონფიდენციალურ შეხვედრა გაიმართა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტებისგან რადიკალური სცენარების განხილვა არ უკვირთ, მით უმეტეს გერმანელი დიპლომატისგან, რომელიც ოპოზიციურ აქტივობებში აქამდეც აქტიურად იყო ჩართული.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ლუკა მიშველაძეა უშუალო კოორდინატორი ოპოზიციის შემდგომი დაფინანსების მოსაპოვებლად.

"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი შეხვედრასთან დაკავშირებით კურიერის შეკითხვებს არ პასუხობს, განსხვავებით სხვა აქტივისტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ დიპლომატს სამომავლო გეგმები გააცნეს.

პროტესტის მონაწილე, ახალგაზრდული მოძრაობის წევრებთან ერთად ფოტო პოსტ ფაქტუმ, თავად პიტერ ფიშერმა გამოაქვეყნა, რომელმაც შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაწერა. ელჩი ამბობს, რომ აქტივისტებთან ირანის სცენარის საქართველოში განხორციელების შესახებ არ უსაუბრია.

ხაზარაძის პარტიაში აცხადებენ, რომ ფიშერთან შეხვედრის შესახებ არაფერი იციან, ისევე როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში". ოპოზიციაში ამბობენ, რომ ელჩი ვალდებული არ არის მსგავს საკითხებზე წინასწარ მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად ოპოზიციაში რომ გარკვეულ სცენარებზე მსჯელობენ, ეს მმართველ გუნდს არაერთხელ უთქვამს. "ქართულ ოცნებაში" დღეს აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამბობენ, რომ პიტერ ფიშერი აქამდეც აქტიურად ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში და ოპოზიციის სასარგებლოდ უხეშად არღვევდა ვენის კონვენციას.

გერმანიის ელჩი ოპოზიციურ ჯგუფებს აქამდეც არაერთხელ შეხვედრია, რამდენიმე თვის წინ მან საელჩოში მიღებაზეც უმასპინძლა აქტივისტებს, მათ შორის მათ, ვინც "ქართული ოცნების" ერთ-ერთ წევრს არასრულწლოვან შვილთან ერთად შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღის ამბები