11 აგვისტო 2026,   01:18
ვრცლად
გიორგი ვოლსკი: როდესაც ერთი მიზნისაკენ ორიენტირებულ ხალხს კრებ, რომლებსაც ნეპალი, ირანი, თუ ნებისმიერი სხვა არეულობა მაგალითად მიაჩნია საქართველოსთვის, იქ უნდა მოელოდე კიდეც იმას, რომ ინფორმაცია გავრცელებული იქნება

მორიგი საიდუმლო შეხვედრა ოპოზიციის აქტივისტებთან - გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩი პიტერ ფიშერი ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებს შეხვდა. მათ შორის გირჩის წევრ ლუკა მიშველაძეს. როგორც ცნობილი ხდება, ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დღევანდელი საპროტესტო აქციები უშედეგოა და აუცილებელია ირანის მსგავსი სცენარი საქართველოშიც განხორციელდეს. მან ასევე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებაზეც ისაუბრა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გიორგი ვოლსკი აცხადებს,  როდესაც ერთი მიზნისაკენ ორიენტირებულ ხალხს კრებ, რომლებსაც ნებისმიერი არეულობა მაგალითად მიაჩნია საქართველოსთვის, იქ უნდა მოელოდე კიდეც იმას, რომ ინფორმაცია გავრცელებული იქნება:

"როდესაც ეკლექტურ ჯგუფს, მაგრამ ერთი მიზნისაკენ ორიენტირებულ ხალხს კრებ, რომლებსაც ეს ნეპალი, ირანი, თუ ნებისმიერი სხვა არეულობა მაგალითად მიაჩნია საქართველოსთვის, იქ უნდა იგულისხმო და მოელოდე კიდევაც იმას, რომ ინფორმაცია გავრცელებული იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ, გერმანიის ელჩისგან ველოდებით განმარტებას, თუ რას ნიშნავს პოლიტიკაში ჩართული, მათ შორის რაღაც ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლებთან ასეთი შეხვედრა. ასევე, მეორე არის ის, რეალურია თუ არა ის ინფორმაცია, რაც ამ შეხვედრის მონაწილეებმა გაავრცელეს ის ინსტრუქცია იმ ხალხისათვის, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო აქციებში. სხვადასხვა გზითა და წყაროებით, ეს ინფორმაცია საბოლოო ჯამში მივიდოდა რომელიმე მედია საშუალებამდე,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები