ცოტა ხნის წინ დასრულდა "ოქროს გლობუსის" დაჯილდოვების 83-ე ცერემონია. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ 2026 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.
წლის ნომინაციების ლიდერმა, პოლ თომას ანდერსონის ფილმმა "ბრძოლა ბრძოლის შემდეგ", საუკეთესო რეჟისორისა და სცენარის ჯილდოებთან ერთად, საუკეთესო კომედიის/მიუზიკლის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.
საუკეთესო მხატვრულ ფილმად ქლოი ჟაოს "ჰამნეტი" დასახელდა.
სერიალ "მოზარდობაში" შესრულებული როლით კი, 16 წლის ოუენ კუპერი, პრემიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. "მოზარდობამ" ასევე მოიპოვა ჯილდო "საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის" კატეგორიაში.