11 აგვისტო 2026,   01:50
ვრცლად
"ბრიუსელის მხრიდან დაანონსებული იყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ექნებათ ფინანსური მხარდაჭერა" - ლაშა ფარულავა

ბრიუსელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 8 მილიარდის გადარიცხვის საკითხს შეფასებები მოჰყვა თბილისში.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამას მიესალმებიან. 

"ბრიუსელის მხრიდან დაანონსებული იყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ექნებათ ფინანსური მხარდაჭერა. რეალურად, ტრადიციული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია საქართველოში ოპერირებენ, არის ობიექტი "ქართული ოცნებისთვის" და ფაქტობრივად გაანადგურა ეს ორგანიზაციები და ახლა თუ იქნება ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ამ ორგანიზაციებისთვის, იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძვიან ქუჩაში, ძალიან ეფექტიანი დახმარება," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

ევროკომისიის გეგმებზე ევროპარლამენტარი კინგა გალი წერს. მისი ინფორმაციით, ამერიკის მხრიდან, USAID-ის დაფინანსების შეჩერების შემდეგ, ევროკომისია რამდენიმე მილიარდ ევროს კონკრეტულ ორგანიზაციებს გამოუყოფს. ევროპარლამენტარი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ დაფინანსების მიმღები სუბიექტები რეალურად არა არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პოლიტიკურ აქტივისტთა ქსელია, რომლებიც, ევრობიუროკრატიის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებიან, ერევიან სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და დემოკრატიულად არჩეული მთავრობების წინააღმდეგ მოქმედებენ.

დღის ამბები