11 აგვისტო 2026,   03:56
ვრცლად
ევრობიუროკრატიამ, სამწუხაროდ, უკვე საბოლოოდ აჩვენა სახე, რომ ის არ ატარებს სამართლიანობის და ევროღირებულებების პრინციპს, რის გამოც ზოგადად შეიქმნა ევროკავშირი - გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაფუძნებული ევროინტეგრაცია, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის რეალურ პროგრესს - ასე აფასებენ თბილისში უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებებს.

კვიპროსში, ანტონიო კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი, სანდუსა და ზელენსკის შეხვდნენ. კონფერენციაზე კი თქვეს, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზაზე დიდ პროგრესს აღწევს.

"ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

"კიდევ ერთხელ გაჟღერდა ის უსამართლობა, რაც იხილა საზოგადოებამ. ევრობიუროკრატიამ სამწუხაროდ უკვე საბოლოოდ აჩვენა სახე, რომ ის არ ატარებს სამართლიანობის და ევროღირებულებების პრინციპს, რის გამოც ზოგადად შეიქმნა ევროკავშირი. ეს არამარტო დაადასტურა ევრობიუროკრატიამ, არამედ უკვე თვითონ აღიარებს, რომ მას არ აინტერესებს არანაირი ევროპული ღირებულება და ის არის მომხრე მხოლოდ იმ ძალადობის, რაც თვითონ დააწესა და როგორც თვითონ უნდა, ისე უნდა გადაწყდეს. მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც კი, ევროკავშირს აქვს ასეთი უსამართლო პრინციპი და რა გასაკვირია, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ ჰქონდეს ასეთი მიდგომა", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. 

 

დღის ამბები