11 აგვისტო 2026,   01:58
ვრცლად
უნდათ დანაშაული მოგვყიდონ სათნო ქცევად ან საერთოდ დამალონ ეს ყველაფერი. 200-მდე პოლიციელი დაშავდა 2024 წლის ძალადობრივი აქციების დროს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც საპროტესტო აქციებზე  ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი გამოყენებული არ ყოფილა.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნულ განცხადება სიცრუე უწოდებს და ამბობს, რომ ცეცხლაძის მამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რატომაც ცრუ ნარატივს ატარებს.

"მარტივი მიზეზია, რატომაც აკეთებს ეს ადამიანი ამ განცხადებას. პირველი, ხაზარაძის ტელევიზიაში, სადაც ეს განცხადება გააკეთა, გასდის, იცის, რომ ეს შეთანხმებული ნარატივია, რომელიც უნდა გაატარონ. მეორე, იმიტომ, რომ მას აქვს უცხოეთიდან ზურგი. უნდათ დანაშაული მოგვყიდონ სათნო ქცევად ან საერთოდ დამალონ ეს ყველაფერი.

200-მდე პოლიციელი დაშავდა 2024 წლის ძალადობრივი აქციების დროს. თუ არ ვცდები, 6 ადამიანია მსჯავრდებული "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო. ვნახეთ, პარტიების ოფისებში იყო გამზადებული ბოთლები. ადამიანმა, რომელმაც აიღო ბოთლი, ჩაასხა ბენზინი, ჩადო ჩვარი, მოუკიდა, გადააგდო - რამხელა კრიმინალური ენერგია არის და რამხელა არაადამიანობაა ამ ადამიანში, რომელიც ცდილობს, რომ სხვა ცოცხლად დაწვას.

ეს იმის გამო, რომ "მოლოტოვის კოქტეილის" პირველი გამომყენებელი საქართველოს ისტორიაში - გრიგორიადისი, გმირად აქციეს, ევროკავშირმა აფინანსა მისი გამოსახულებიანი ბანერები, რათა წაეხალისებინა საქართველოში "მოლოტოვის კოქტეილები". ევროკავშირის დაფინანსებით მოხდა "მოლოტოვის კოქტეილების" წახალისება და მთელი კამპანია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. ბრიუსელმა, ევროკავშირის ელჩმა, დღემდე არ იკადრა, რომ ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიას რომ აფინანსებდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები