ამ წუთებში, ბათუმში, ბაგრატიონის და ოძელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე უცნობია. ასევე უცნობია, ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.