"კოორდინაცია, ფარულობა, მომაკვდინებელი ძალა, სიზუსტე და ამერიკული მართლმსაჯულების ძალიან გრძელი ხელები," - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის მდივანი, პიტ ჰეგსეთი გუშინდელ სპეცოპერაციას, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ტერიტორიაზე ჩაატარეს.
პიტ ჰეგსეთი ამბობს, რომ ახლა ვენესუელის პრეზიდენტი იხდის სასჯელს იმის გამო, რაც მან წლების განმავლობაში გააკეთა.
"კოორდინაცია, ფარულობა, მომაკვდინებელი ძალა, სიზუსტე და ამერიკული მართლმსაჯულების ძალიან გრძელი ხელები - ეს ყველაფერი შუაღამისას სრულად იქნა დემონსტრირებული. ნიკოლას მადუროს ჰქონდა თავისი შანსი, ისევე, როგორც ირანს ჰქონდა თავისი შანსი. ჰქონდათ მანამ, სანამ ეს შანსი არ ამოეწურათ. მან ითამაშა და მიიღო კიდეც ის, რაც დაიმსახურა. პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი ჩვენს ქვეყანაში ბანდების შემოდინებისა და ძალადობის აღსაკვეთად. სერიოზულად არის განწყობილი, ჩვენი ხალხისთვის ნარკოტიკებისა და საწამლავის მიწოდების შესაჩერებლად. სერიოზულად არის განწყობილი იმ ნავთობის დასაბრუნებლად, რომელიც მოგვპარეს. დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკული შეკავებისა და დომინაციის აღსადგენად," - განაცხადა პიტ ჰეგსეთიმ.