18 ივნისი 2026,   20:08
ვრცლად
"ვენესუელელი ერი აშშ-ის მხრიდან ყველაზე ბოროტი სამხედრო აგრესიის სამიზნე გახდა" - ვენესუელის თავდაცვის მინისტრი

"წესრიგისა და მშვიდობის აღსადგენად, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხის, სამხედროებისა და პოლიციის სრული ერთიანობით, ავამუშავებთ და თავდაცვის რეჟიმში მოვიყვანთ ყველა სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, სამდინარო და სარაკეტო შეიარაღებულ სისტემას," - ამის შესახებ ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინომმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ვენესუელა შტატების მხრიდან ბოროტი სამხედრო აგრესიის სამიზნე გახდა.

"ვენესუელელი ერი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან ყველაზე ბოროტი სამხედრო აგრესიის სამიზნე გახდა. ამ მომენტისთვის, დამპყრობელმა ძალებმა, რომლებმაც შებილწეს ჩვენი წმინდა მიწა საბრძოლო შვეულმფრენებიდან, რაკეტები და ჭურვები დაუშინეს სამოქალაქო დასახლებებს, საიდანაც უკვე ვიღებთ ინფორმაციას დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ. თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული ვენესუელა მთელი ძალისხმევით უარყოფს იმ უცხოური ჯარების ყოფნას ჩვენს ტერიტორიაზე, რომლებმაც თავიანთ გზაზე სიკვდილი, ტკივილი და ნგრევა დატოვეს. წესრიგისა და მშვიდობის აღსადგენად, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხის, სამხედროებისა და პოლიციის სრული ერთიანობით, ავამუშავებთ და თავდაცვის რეჟიმში მოვიყვანთ ყველა სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, სამდინარო და სარაკეტო შეიარაღებულ სისტემას," - აღნიშნა ვლადიმირ პადრინომმა.

დღის ამბები