04 აგვისტო 2026,   00:13
ვრცლად
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, მალხაზ ბაგათელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მალხაზ ბაგათელიას 31 დეკემბერს, ვაკის კორტების მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი დღეს წარედგინა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედება.

 

დღის ამბები