დევნილი მოსახლეობისთვის საახალწლო ნობათების დარიგება გრძელდება. ქუთაისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა-ახალი წელი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მიულოცა და სადღესასწაულო ნობათები გადასცა.
დახმარება მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ომის ვეტერანებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცათ.