გავლენიანმა ბრიტანულმა ბიზნეს გამოცემამ International Business Times გამოაქვეყნა სტატია, სადაც განხილულია, როგორ შეცვალა ქართულმა კომპანიამ Starring Georgia-მ ქვეყნის თანამედროვე კულტურული და გასართობი ლანდშაფტი. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Black Sea Arena-ს როლს და საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო მუსიკალურ რუკაზე.
გამოცემის შეფასებით, Starring Georgia-ს პროექტებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ხელი შეუწყო ქვეყნის კულტურული პოტენციალის ზრდას.
"Starring Georgia არის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც გლობალური მასშტაბის კულტურულ და გასართობ ცენტრად დამკვიდრებას. ამ ინიციატივის მასშტაბურობასა და მნიშვნელობაში იმ არტისტების ჩამონათვალიც მარტივად გვარწმუნებენ, ვინც ბოლო წლებში საქართველოს ეწვივნენ, მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება," - წერს International Business Times-ი.