მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის 2025 წელი მაღალი დატვირთვით, ეფექტიანობით და მოქალაქეებზე ორიენტირებული სწრაფი რეაგირების პრაქტიკით გამოირჩეოდა.
ძირითადი სტატისტიკა (2025)
- დამცველის სამსახურში შემოვიდა 1055 განცხადება, მათ შორის საოქმო ჩანაწერი 418.
- გაწეული კონსულტაციები:
სოციალური ქსელების, ცხელი ხაზისა და ადგილზე მომსახურების გზით — 30 000-ზე მეტ მოქალაქეს
- ეფექტური თანამშრომლობა VIBER/WHATSAPP- ჩატის ფორმატით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“. აღნიშნული კომუნიკაცის შედეგად 250 შემთხვევაზე დროული რეაგირება განხორციელდა.
- მოქალაქეებისათვის ჩამოწერილი თანხა: 188 583 ლარი
განცხადებები სექტორების მიხედვით
სასმელი წყლის სექტორი — 505 განცხადება
- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ — 313
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ — 185
- შპს „ბათუმის წყალი“ — 5
- შპს „ქობულეთის წყალი“ — 1
- შპს „მარნეულის წყალი“ — 1
ელექტროენერგიის სექტორი — 442 განცხადება
- სს „ენერგო პრო ჯორჯია“ — 342
- სს „თელასი“ — 60
- შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ — 31
- სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ — 9
ბუნებრივი გაზის სექტორი — 106 განცხადება
- შპს „თბილისი ენერჯი“ — 63
- შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ — 22
- სს „საქორგგაზი“ — 19
- შპს „თელავგაზი“ — 2
ირიგაციის სექტორი — 2 განცხადება
- შპს „საქართველოს მელიორაცია“ — 2
(R)