11 აგვისტო 2026,   01:17
ვრცლად
"სამეგრელოს რეგიონში ავარიული გამორთვების პირველივე წუთიდან მობილიზებულია "ენერგო-პროს" ბრიგადები და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები" - მამუკა გაჩეჩილაძე

ძლიერმა თოვამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთსა და სამეგრელოში სოფლების უმეტესობას. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით უამინდობამ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში. ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. 

"სამეგრელოს რეგიონში, დიდთოვლობამ გამოიწვია ავარიები, ძირითადად, დაზიანებულია მაღალი, საშუალო და დაბალი ძაბვის სადენები, რაც თავისთავად, გამოიწვია ხე-მცენარეების წაქცევამ. ავარიული გამორთვების პირველივე წუთიდან მობილიზებულია "ენერგო-პროს" ბრიგადები, დამხმარე ბრიგადები ჩამოსულია აღმოსავლეთ საქართველოდან და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები," - აცხადებს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მარტვილის მომსახურების ცენტრის მენეჯერი, მამუკა გაჩეჩილაძე.

 

დღის ამბები