04 აგვისტო 2026,   18:08
ვრცლად
დიდთოვლობა რეგიონებში - გზების დეპარტამენტი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს

დიდთოვლობა რეგიონებში. გზების დეპარტამენტი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ინტენსიური თოვის გამო გომი-სავანეს მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე კი შეზღუდვა უკვე მოიხსნა. მოძრაობა თავისუფალია. იმერეთში გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

რაც შეეხება სამეგრელოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 22 ერთეული სპეც-ტექნიკა მუშაობს. იყრება ტექნიკური მარილი.

დღის ამბები