17 აგვისტო 2026,   11:28
ვრცლად
"ეს არნახული ზეწოლა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე და ის ნაბიჯები რომ არ გადავდგით, რომელიც საქართველოს დანგრევამდე მიიყვანდა ყველაფერს, ამისთვის უნდათ ჩვენი დასჯა" - თენგიზ შარმანაშვილი

"ხომ კარგად ვიცით, როდის დაიწყო ეს ყველაფერი, ეს არნახული ზეწოლა - რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე და ის ნაბიჯები რომ არ გადავდგით, რომელიც სამხედრო ავანტიურამდე და საქართველოს დანგრევამდე მიიყვანდა ყველაფერს, ამისთვის უნდათ ჩვენი დასჯა," - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"არავითარი სენტიმენტები ქართველი ხალხის მიმართ ევრობიუროკრატებს არ გააჩნიათ. ადრე საუბრობდნენ მხოლოდ იმაზე, რომ მოდი, ჩვენ ხელისუფლებას ან მასთან ასოცირებულ პირებს დავასანქცირებთ და ა.შ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო ფარისევლობა და ისინი მთელი ქართველი ერის დასჯას აპირებდნენ. ბოლო დროს მიღებული რეზოლუციებიდან და მათ მიერ გაჟღერებული ნარატივებიდან გამომდინარე, არის საუბარი იმაზე, რომ ჯერ, პირველ ეტაპზე, ვნახოთ, რა ზიანი შეგვიძლია მივაყენოთ ხელისუფლებას და მერე უკვე ქართველი ხალხის ზიანზე ალაპარაკდნენ.

აპირებენ სადამსჯელო ოპერაციების გაკეთებას მხოლოდ ერთადერთი რამის გამო: ხომ კარგად ვიცით, როდის დაიწყო ეს ყველაფერი, ეს არნახული ზეწოლა - რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე და ის ნაბიჯები რომ არ გადავდგით, რომელიც სამხედრო ავანტიურამდე და საქართველოს დანგრევამდე მიიყვანდა ყველაფერს, ამისთვის უნდათ ჩვენი დასჯა," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები