11 აგვისტო 2026,   06:57
ვრცლად
ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ქართული ღვინის სემინარი გაიმართა

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ქართული ღვინის სემინარი გაიმართა. ქართველი დიპლომატები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეში თემატურ ვორქშოფს დაესწრნენ სახელწოდებით - "ქართული ღვინო: მრავალფეროვნება და თვისებები".

დიპლომატებმა ღვინის სამუზეუმო სივრცეც მოინახულეს და გაიმართა დეგუსტაციაც.

შეგახსენებთ, რომ ელჩების კონფერენცია თბილისში 22 დეკემბრიდან გაიხსნა და 25 დეკემბერს დაიხურა.

დღის ამბები