11 აგვისტო 2026,   03:42
ვრცლად
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს. უწყება განცხადებას ავრცელებს.

"პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 29-30 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3კგ;

• გოჭი შემწვარი არაუმეტეს ერთი ცალი

• ქათამი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;

• ყველი - 3 კგ;

• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;

• გოზინაყი-500 გრამი

• კიტრი და პომიდორი 2-2 კგ.

• ჩურჩხელა-5 ცალი

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები