კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში ანსამბლ "მარგალიტის" სოლოკონცერტი - სახელწოდებით "შეხვედრა საშობაოდ" გაიმართა. საღამოზე, რომელიც ანსამბლის ხუთი წლის იუბილეს მიეძღვნა, შესრულდა ხალხური და ქალაქური სიმღერები, ქართული საგალობლები და მსოფლიოში ცნობილი საშობაო სიმღერები.