დაახლოებით 40 წუთში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური დასრულდება. კენჭისყრა ზუსტად 7-ზე უნდა დასრულდეს, შედეგების გამოცხადება კი 8-დან 9 საათამდე იგეგმება.
ხმებს ელექტრონულად, სკანერების მეშვეობით დაითვლიან. მეორე ტურში კენჭს ორი კანდიდატი იყრის.
"მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს ადვოკატთა ასოციაციაში, არის თავმჯდომარის არჩევნები. დიდწილად განსაზღვრავს დღევანდელი არჩევნები მომავალში განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადვოკატი მოვიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ძალიან მაღალი არის აქტივობა და ეს არის აბსოლუტურად სწორი იმიტომ, რომ ჩვენ ადვოკატები ვართ ხალხი, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენი პროფესიის მიმართ გვაქვს სწორი მიდგომები. აქედან გამომდინარე, ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის, აქტივობა მაღალია და ჩვენ კიდევ უფრო მეტ ადვოკატს ველოდებით, 19:00 საათამდე არის არჩევნები და ყველა ადვოკატს მოვუწოდებ, მობრძანდით არჩევნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი", - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი.