03 აგვისტო 2026,   17:54
ვრცლად
მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე ამნისტიის პროექტი პარლამენტმა სესიაზე პირველი მოსმენით უკვე განიხილა

ამნისტია მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე. პრემიერის ინიციატივით, სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე, ფართომასშტაბიანი ამნისტია პირველი იანვრიდან ცხადდება. პროექტი პარლამენტმა სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა.

ვის შეეხება ამნისტია - ესენი არიან პირები, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამოართვეს ალკოჰოლის მოხმარების გამო, ასეთი არის სულ 18 310-ი შემთხვევა. მათ ვისაც შემთხვევის ადგილი მიატოვეს, 1 134-ი, ნარკოტიკების მოხმარებისთვის, _ 3 504-ი პირი, ქულების ამოწურვისთვის 781-ი ადამიანი, ასევე ამნისტია შეეხება მართვის მოწმობის შეჩერებას სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით და სხვა მიზეზებით, მათ შორის, წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო.

ამნისტია არ გავრცელდება შემთხვევებზე, რომლებიც მძიმე ნარკოდანაშაულს ეხება, ან როცა ავტო-საგზაო შემთხვევას ადამიანის დაზიანება ან გარდაცვალება მოჰყვა.

დღის ამბები