03 აგვისტო 2026,   22:37
ვრცლად
საათზე ნაკლები კენჭისყრის დასრულებამდე - ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ცოტა ხანში გაირკვევა

1 საათზე ნაკლები კენჭისყრის დასრულებამდე - ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულ ცოტა ხანში გაირკვევა. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრების ვინაობაც. თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა 6 ათასამდე დელეგატს შეუძლია.

საარჩევნო პროცესი, რომელსაც კანდიდატების 24 და არასამთავრობო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი აკვირდება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ხმებს ელექტრონული აპარატების საშუალებით დაითვლიან. თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე, საჯაროდ, ხელით გადაითვლება.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე 6 კანდიდატია წარდგენილი. საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, მათ საკუთარ პრიორიტეტებზე, მიზნებსა და გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

დღის ამბები