"მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ" - ამ სახელწოდებით დასკვნით საღამოს, რეგიონების შემდეგ, დედაქალაქმა უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 5 რეგიონიდან შერჩეულმა ანსამბლებმა. პროექტი მიზნად ისახავს, რეგიონებში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
ღონისძიება, საზოგადოებრივი აზრის ასოციაცია ინსტიტუტის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა.