რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას?
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
მომხმარებელი ზოგჯერ უნებურად ხდება არარეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული საეჭვო სურსათის რეალიზაციის ხელშემწყობი. არსებობს რისკი, რომ საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს ურჩევს:
სურსათის რეალიზაციის სანდო ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული უნდა იყოს სურსათის რეალიზატორის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები (ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და სხვა).
- დასახელება
- ინგრედიენტები, მათ შორის, ალერგენები
- წონა
- შენახვის და გამოყენების პირობები
- მწარმოებელ/დისტრიბუტორის ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი
- სურსათის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი;
- სურსათის გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება
- ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ
- დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი.
ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისათვის, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ,"მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ" N301 ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად