11 აგვისტო 2026,   02:57
ვრცლად
"ამ დოზით რომ ბრომბენზილციანიდის ექსპოზიცია მომხდარიყო, ჩვენი ჩართულობის გარეშე გამოჯანმრთელება შეუძლებელი იქნებოდა" - ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე

"ჩატარებული კვლევები არ შეესაბამება ტოქსიკოლოგიურ მიმოხილვას. ბუნებრივია, არ იყო სპეციალისტი, ვინც ეს მოაგროვა. ამ დოზით რომ ბრომბენზილციანიდის ექსპოზიცია მომხდარიყო, ჩვენი ჩართულობის გარეშე გამოჯანმრთელება შეუძლებელი იქნებოდა. არ დაფიქსირებულა არცერთი კლინიკური გამოვლინება. აღნიშნული აღწერილობები თავისუფლად შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელ პირებსაც," - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტოქსიკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, ეკა ქურდაძემ ისაუბრა.

მისივე განცხადებით, "კამიტის" ზემოქმედების შემთხვევაში, მისი გამოვლინება უფრო თვალსაჩინო იქნებოდა.

"კამიტის" ზემოქმედების შემთხვევაში, ადამიანებს ექნებოდათ უფრო მძიმე დაზიანება. ეს არის კომბინირებული ნაერთი, რომელსაც შეუძლია აქტიურად დააზიანოს როგორც მხედველობა, ასევე, კანის დაზიანება მდენად ღრმაა, რომ დამწვრობების სახით ჩანს და ვიზუალურადაც შესაძლებელი გახდებოდა მისი ხილვა. შეიძლება ვინმეს აქვს გამოვლენილი კანის სიწითლე, მაგრამ წყლის ჭავლით მიწოდებულმა გამღიზიანებელმაც შეიძლება ზედაპირული დაზიანება გამოიწვიოს.

ცუდად იხსნება, პრაქტიკულად, არ იხსნება და გაფრქვევის შესაძლებლობას არ მოგვცემდა "კამიტი". ეს სტატია გარკვეულწილად კარგი ნიმუშია ჩემთვის და დოკუმენტაცია, რომ ექსპოზიცია მოხდა ნოემბერში და მარტსა და იანვარში არსებული ის ჩივილები იმდენად არ შეესაბამება "კამიტის" კლინიკას, თავისუფლად შემიძლია ეჭვის დონეზე გამოვთქვა," - აცხადებს ეკა ქურდაძე.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები