პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლევანდელი ბიუჯეტი 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, მაჩვენებელი 7,2 პროცენტამდე გაიზარდა.
განახლებული პროგნოზით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 104 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ არსებობს მიმართულებები, რომლებიც დამატებით დაფინანსებებს საჭიროებენ.
"იზრდება შემოსავლების ნაწილი ბიუჯეტის, ასევე შემცირებულია ვალის აღების მაჩვენებელი. რაც შეეხება უშუალოდ ხარჯვით ნაწილს აქ არის გარკვეული მიმართულებები, რომელიც საჭიროებს დამატებით დაფინანსებებს", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.