11 აგვისტო 2026,   05:24
ვრცლად
"ფონდიდან 480 000 ლარის ( 2 400 000 ერთეული ) პირბადე შევიძინეთ" - ნანა ჟორჟოლიანი

ოპოზიციონერი ჟურნალისტი ნანა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს, სადაც "ნანუკას ფონდის" დაყადაღების მიზეზად პირბადეების შეძენას ასახელებს.

მისი გამოთვლით, მან პირბადეების შეძენაში ფონდიდან 480 000 ლარი დახარჯა, რაც დაახლოებით 2 მილიონ 400 ათას პირბადეს უდრის.

"ნანუკას ფონდის დაყადაღების მთავარი მიზეზი პირბადეების შეძენაა.

600 ათას ლარამდე დაიხარჯა თავდაცვის საშუალებებში და აქედან 80% პირბადეების ხარჯი იყო.

ათი ათასობით პირბადე დავარიგეთ და წარმოიდგინეთ ასე რომ არ მომხდარიყო.

როგორ უნდა მითხრას მბრალდებელმა რომ არასაჭირო ხარჯი იყო, როცა პირდაპირი გაგებით გვწამლავდნენ", - წერს ნანა ჟორჟოლიანი.

დღის ამბები