1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. ამ დღეს ყველა აივ-ინფიცირებული ადამიანების გარშემო სოლიდარობისა და თანადგომის გამოსახატად ერთიანდება.
შიდსის დროული აღმოჩენის მთავარი გზა პრევენციული სკრინინგია. ექიმების თქმით, დროული გამოკვლევები და ჯანმრთელობის კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა სრული გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
შიდსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს. ქვეყანაში აივ-ტესტირება უფასო, კონფიდენციალური და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
საქართველოში ფუნქციონირებს დაავადებათა სკრინინგის პროგრამებიც, რომლებიც პაციენტებს ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობას აძლევს.
შიდსის მსოფლიო დღეს საქართველო უკვე 34-ე წელია აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობა, საინფორმაციო კამპანიები და სამუშაო შეხვედრები იმართება.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი