მრავალათასიანი დემონსტრაცია მადრიდში - მოქალაქეები ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის, გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
მიზეზი პედრო სანჩესთან და მის ოჯახთან, ასევე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალია. საუბარია სანჩესის კაბინეტის, ყოფილი ტრანსპორტის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე.
საქმე ეხება პანდემიის დროს ფულის გათეთრების სავარაუდო სქემას. უწყების ყოფილი ხელმძღვანელისთვის პროკურატურა 20-წლიან პატიმრობას ითხოვს.
აქცია, რომელშიც 80 000 ადამიანი მონაწილეობდა, გაიმართა სლოგანით "ეს არის: მაფია თუ დემოკრატია?".