17 აგვისტო 2026,   11:46
ვრცლად
ალეკო ელისაშვილმა ვერ მოახერხა სხვანაირად რეალიზება და გამოაჩინა ის სახე, თუ რას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის ბნელი მხარე - ზურაბ ქადაგიძე

ალეკო ელისაშვილის მხრიდან სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობას, ტერორიზმს უწოდებს სახელისუფლებო გუნდი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რადიკალური ქმედებები ევრობიუროკრატებისა და ელჩების მიერ არის წახალისებული.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილმა ვერ მოახერხა სხვანაირად რეალიზება და გამოაჩინა ის სახე, თუ რას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის ბნელი მხარე.

"ამ ადამიანმა ვერ მოახერხა სხვანაირად რეალიზება და გამოაჩინა ის სახე, თუ რას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის ბნელი მხარე. არაფრით არ განსხვავდება ეს იმ მოვლენებისგან, რა მოვლენებსაც ჩვენ ვხედავდით წლების განმავლობაში - დამიზნებით პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, სახელმწიფო შენობებზე შტურმი და ცეცხლის წაკიდება, ევრობიუროკრატების ნარატივებით ნაკვები რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზე წავიდა, ყველაფერზე არის წამსვლელი და მივიღეთ ის, რომ ადამიანები არიან გადასული საკუთარი თავის დისკრედიტაციაზე და ამის საშუალებით რაღაც პოლიტიკური ქულის დაგროვებაზე", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

დღის ამბები