15 აგვისტო 2026,   11:19
ვრცლად
ვენის კონვენცია ფაქტობრივად მისთვის არაფერს არ ნიშნავს და არის ფარატინა ქაღალდი - დავით მათიკაშვილი ფიშერზე

გერმანიის ელჩი ამტკიცებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა. პეტერ ფიშერმა ინტერვიუ "რადიო თავისუფლებას" მისცა. თბილისში გერმანელ დიპლომატს კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ ვენის კონვენციის დარღვევაში და ახსენებენ კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორის გერმანიაში გაწვევის და დაბრუნების შემდეგ, მისი აქციაზე მისვლა, აქციის მონაწილეების მხარდაჭერა, სასამართლო პროცესებზე დასწრება, ოპოზიციის ლიდერისგან ბინის ქირაობა და ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ფიშერი რევოლუციურ პროცესებს უჭერდა მხარს და ამას ღიად აკეთებდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ფიშერი ცრუ ინფორმაციებს აჟღერებს.

"შიფერს რომ სიმართლე ელაპარაკა, მას მოუწევდა ღიად და გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში მას ჰქონდა კავშირი რადიკალური ოპოზიციის ძალებთან, აქვს ნაქირავები ძვირადღირებული აპარტამენტები რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან, ვენის კონვენცია ფაქტობრივად მისთვის არაფერს არ ნიშნავს და არის ფარატინა ქაღალდი. ამ ყველაფრის საუბარს არჩია თავის დაძვრენა და ფაქტობრივად ცრუ ინფორმაციის გაჟღერება," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები