ჰონგ-კონგში, ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები რამდენიმე შენობის მნიშვნელოვან დაზიანებაზე მიუთითებს.
მედიის ინფორმაციით, ხანძარს საფრთხის მესამე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, გარდაცვალების 4 ფაქტი დადასტურებულია, დაშავებულებიდან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთის მდგომარეობა კი სტაბილურად ფასდება.