ცნობილი ქართველი მოცეკვავის, ომარ ხურციძის 80 წლის საიუბილეო საღამო თბილისში - გრიბოედოვის თეატრში მოწყობილ ღონისძიებაში სახელმწიფო ანსამბლები, ქორეოგრაფთა აკადემიის, კულტურის ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ომარ ხურციძე სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავეა. ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას სხვადასხვა პერიოდში მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო. არის ღირსების ორდენის კავალერი.