19 ივნისი 2026,   21:31
ვრცლად
ვიქტორ ორბანი: მთელი ეს [უკრაინის] საკითხი ცოტათი ჰგავს ალკოჰოლიკის დახმარების მცდელობას მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, მას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილი მისწერა და უკრაინისთვის მეტი ფულის გამოყოფა სთხოვა.

როგორც ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ეს საკითხი ჰგავს ალკოჰოლიკის დახმარების მცდელობას მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით.

"დღეს პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისგან წერილი მივიღე. ის წერს, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტი მნიშვნელოვანია და წევრ სახელმწიფოებს მეტი თანხის გამოგზავნას სთხოვს. ეს გასაოცარია. იმ დროს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ომის მაფია ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს ითვისებს, რეალური ზედამხედველობის ან გადახდების შეჩერების მოთხოვნის ნაცვლად, კომისიის პრეზიდენტი გვთავაზობს კიდევ უფრო მეტი თანხის გამოგზავნას. მთელი ეს საკითხი ცოტათი ჰგავს ალკოჰოლიკის დახმარების მცდელობას მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით. უნგრეთმა საღი აზრი არ დაკარგა", - დაწერა ორბანმა.

 

დღის ამბები