უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე ღრმა კრიზისს განიცდის, ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, რომელშიც მისი უახლოესი წრის წევრებიც არიან ჩართული, მათ შორის თანამოაზრე, რომელიც "ოქროს უნიტაზის" სტილის ფუფუნებაში ცხოვრებაშია ბრალდებული, განაცხადა ყოფილმა მთავრობის წარმომადგენელმა. ამის შესახებ FOX NEWS-ი წერს.
ეს განცხადებები პრეზიდენტის ინტენსიური შემოწმების ფონზე გაკეთდა, რომელიც ორშაბათს, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უკრაინის ენერგეტიკული სექტორიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფის შეთქმულებას ეხებოდა.
"უკრაინელებს ამჟამად არ აქვთ მოტივაცია, ებრძოლონ ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებს და ამ გამოაშკარავებულ კორუფციას", - განუცხადა ყოფილმა თანამდებობის პირმა Fox News Digital-ს ანონიმურობის პირობით.
წყაროს თქმით, ქვეყნის შიგნით ხალხი უკვე ხედავს კორუფციას და ეს კორუფციის ჭაობის მხოლოდ ნაწილია. მისივე განცხადებით, ზელენსკი ამ პრობლემის ნაწილია.
"როგორც ჩანს, ფულის გათეთრება 2022 წლიდან გრძელდებოდა და ბევრმა სცადა მისი შეჩერება. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ იცოდა ამ სქემების შესახებ და დადებითად აფასებდა მას. ასევე არსებობდა ეჭვი, რომ ფული უცხოურ ანგარიშებზე იყო შეტანილი, რომლებიც ზელენსკის და მისი ახლო გარემოცვის სასარგებლოდ იყო გამოყენებული",- განაცხადა ყოფილმა მაღლჩინოსანმა.