სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ, კვების ობიექტებს ამოწმებს.
სახელმწიფო კონტროლი მიმდინარეობს როგორც საცხობებში, ასევე მარკეტებში.
ინსპექტორები ამოწმებენ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ვადებს, განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს.
მოწმდება კვების ბლოკები სკოლებსა და ბაღებში. სამართალდარღვევა გამოვლინდა 6 000-დან 173 შემთხვევაში.