17 აგვისტო 2026,   11:29
ვრცლად
ქართული ღვინო ამერიკის საგამოფენო სივრცეში - საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ქართული ღვინო ბოლო 10 თვეში 30-მდე გამოფენა-ფესტივალში მონაწილეობდა

ქართული ღვინო ამერიკის საგამოფენო სივრცეში - 20-მდე საოჯახო მარანი, გამოფენა "რო ვაინ ნიუ-იორკ"-ში მონაწილეობდა. ქარვისფერ ღვინის ფესტივალ "ამბერ ჯორჯიასა" და "რო ვაინ ნიუ-იორკზე" ქართული ნაწარმი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 1 კვირის განმავლობაში იყო წარმოდგენილი.

გამოფენა "რო ვაინ ნიუ-იორკ"-ზე მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ. მათ შორის იყო საქართველო. ამერიკაში ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა, ნიუ-იორკში მდებარე საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.

ქართული ღვინის მარნები ნიუ-იორკის გარდა მიმდინარე წელს, პარიზში, შანხაიში, ტოკიოში, კოპენჰაგენსა და ვერონაში გამართულ "რო ვაინ"-ის გამოფენების სერიაში მონაწილეობდნენ. ნიუ-იორკში გამართული ღონისძიების ორგანიზატორი, საფრანგეთიდან ღვინის ცნობილი მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი იყო.

საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ქართული ღვინო ბოლო 10 თვეში ოცდაათამდე გამოფენა-ფესტივალში მონაწილეობდა. ღვინო წარმოდგენილი იყო 250-მდე დეგუსტაცია-სემინარში, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპისა და აზიის 20-მდე ქვეყანაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები