18 აგვისტო 2026,   08:30
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ორმხრივი გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო ასევე, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მინისტრთან შეხვედრამდე, თავდაცვის უწყებაში უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღის ამბები