19 ივნისი 2026,   03:10
ვრცლად
ინდური ფესვები, აფრიკული ბავშვობა და ამერიკული ახალგაზრდობა - რას ჰპირდება ახალი მერი ნიუ-იორკელებს?

ლონდონის შემდეგ, ახლა უკვე ნიუ-იორკსაც მუსლიმი მერი ჰყავს, პირველი თაობის ემიგრანტების ოჯახიდან. 34 წლის ზოჰრან მამდანი, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამერიკაში, ბევრმა თითქმის არაფერი იცოდა - დღეს ნიუ-იორკის მერი და ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურაა.

მამდანი თავს "დემოკრატ სოციალისტად" მიიჩნევს, ამომრჩევლებს ცხოვრების ხარჯების და ბინის ქირის შემცირებას ჰპირდება, რამაც მას პოპულარობა და ნიუ-იორკელების მხარდაჭერა მოუტანა, განსაკუთრებით ახალგაზრდების.

მის პოპულისტურ დაპირებებს ოპონენტების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით "რესპუბლიკელებში" - ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსი დონალდ ტრამპია, რომელიც მამდანს "პატარა კომუნისტს" უწოდებს.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია

დღის ამბები