საქალაქო სასამართლოს ეზოში ეტაპირების ავტომობილები დღის 12 საათზე გამოჩნდნენ. 1 საათში კი მოსამართლემ, შვიდი პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა დაიწყო. საუბარია იმ ბრალდებულებზე, რომლებიც ქურდული სამყარო საწინააღმდეგო ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს პასუხისგებაში მიეცნენ.
7 ბრალდებულიდან დარბაზში მხოლოდ 4 იმყოფებოდა. ნანა მეფარიშვილს და გიორგი კირთაძეს გამოძიება ე.წ ქურდული სამყაროს მხარდაჭერას ედავება, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულია ლევან მოისწრაფიშვილი, იგივე კვერცხა. დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ნათობაძე, რომელიც ამ დრომდე სასჯელს სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე იხდის. სასამართლოს არ ესწრებოდნენ, ამავე საქმეზე ბრალდებულები ნოდარ ნიშნიანიძე, თამაზ მეფარიშვილი და ე.წ კანონიერი ქურდი, კაკო ტუღუში, მეტსახელად ენცო. მათზე ძებნაა გამოცხადებული.
სასამართლო 2 საათის განმავლობაში მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ. ე.წ შუმოკის ეპიზოდს განიხილავდა. პროცესში პერიოდულად ერთვებოდნენ და სიტყვის უფლებით სარგებლობდნენ ბრალდებულები, ყველაზე მეტი დღეს ბადრი ნათობაძემ ისაუბრა. ახალი ბრალი უარყო, თუმცა დაადასტურა ფაქტი, რომ ძმებ მიქაძეებს და ჯოხაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის მიმართ ანალოგიურ დამოკიდებულებაზე ისაუბრა ლევან მოისწრაფიშვილმა, იგივე კვერცხამ, თუმცა სასამართლოს არწმუნებდა, რომ ეს დავალება მას საზღვარგარეთ მყოფი ე.წ კანონიერი ქურდისგან არ მიუღია. საპირისპიროს ამტკიცებს ის ჩანაწერები, რომლებიც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა.
სატელეფონო ჩანაწერები, გამოკითხვის ოქმები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები - ეს ის მტკიცებულებებია, რომლებზეც დღეს საქმის პროკურორმა გაამახვილა ყურადღება. ვაჟა თოდუამ იმ საქმეზე ისაუბრა, რომლითაც დავალებების გამცემები, შემსრულებლები და ორგანიზატორები მოქმედებდნენ.
პროკურორის შემდეგ, შუამდგომლობებზე უკვე ადვოკატებმა ისაუბრეს. ინტერესების დამცველებმა ზოგიერთი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება ითხოვეს. მოსამართლემ ყველას მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა, მხოლოდ ერთს, ახალგაზრდა ქალს ნანა მეფარიშვილს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება სისხლის სამართლის 5 საქმეზე ამ დრომდე გრძელდება. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, ქვეყნის მასშტაბით, სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა. სამართალდამცველებმა 34 პირი დააკავეს, ბრალი დაუსწრებლად შვიდს წარედგინა. უწყებამ გუშინვე გაასაჯაროვა საქმის მთავარი მტკიცებულებები, ფარული სატელეფონო ჩანაწერები.
დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.