23 აგვისტო 2026,   21:33
ვრცლად
"ეტყობა, ხაზარაძეს არ სურდა საზოგადოებას გაეგო, რომ მისმა ოჯახმა მიაქირავა გერმანიის ელჩს საკუთარი ქონება, აქ გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებასთან გვაქვს საქმე" - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, დეკლარაციის შევსების პროცესში არსებული დარღვევის გამო, ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან მამუკა ხაზარაძის დაჯარიმების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ხაზარაძის საკუთრებაში არსებული ქონების გერმანიის ელჩისთვის მიქირავების საქმეში, გარკვეული პოლიტიკური გარიგება იკვეთება.

მისი განმარტებით, მდგმურის შეშვებამდე, ხაზარაძემ ქონება მეუღლის სახელზე გადააფორმა და როგორც ჩანს, ხაზარაძეს არ სურდა საზოგადოებას გაეგო ვინ მიაქირავა გერმანიის ელჩს საცხოვრებელი ფართი.

"ეტყობა არ სურდა ხაზარაძეს, გაეგო საზოგადოებას, რომ მისმა ოჯახმა მიაქირავა გერმანიის ელჩს საკუთარი ქონება. აქ გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებასთან გვაქვს ერთი მხრივ საქმე. იქიდან დავიწყებ, რომ მიქირავებამდე მან ეს ქონება ჯერ მეუღლეს გადაუფორმა და შემდგომ მოხდა ქონების გაქირავება და მდგმურის შემოშვება მის საკუთრებაში არსებულ ფართში. უნდა ვივარაუდოთ, რომ მას არ სურდა მისი სახელი და გვარი დაფიქსირებულიყო გამქირავებლის როლში. ნებისმიერმა პირმა, ვინც კონკრეტულ გარიგებაში შედის მეორე მხარესთან და აქვს დასაბეგრი გარიგება, უნდა გადაიხადოს შესაბამისი, კონკრეტული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. როდესაც ამას მალავ, მალავ წლების განმავლობაში, ბუნებრივია, რომ სანქცირების შესაბამისი აუცილებლობაც დგება. ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მოხდა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც არის სამართლებრივად სწორი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები