ომი უკრაინაში - რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქს შეუტია. დასახლებულ პუნქტზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი.
პარალელურად, ომში მყოფი ქვეყნის გენერალური შტაბის ცნობით, ყველაფერი კეთდება, რათა ოკუპანტებმა მცდელობის მიუხედავად, პოკროვსკის ოლქში შეღწევა ვერ მოახერხონ.
გასულ ღამეს იერიშის გარეშე არც რუსეთის ტერიტორიაზე ჩაუვლია. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის საფრთხის გამო შეზღუდვები დაწესდა პენზის, ულიანოვსკისა და იაროსლავლის აეროპორტებში. რუსული მხარის ინფორმაციით, ჩამოგდებულია 16 უკრაინული დრონი.