20 ივნისი 2026,   02:24
ვრცლად
მშობლებმა TikTok-ის კონკურსის გამო, ერთი წლის შვილს ტატუ გაუკეთეს, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა

წყვილმა სოციალურ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია ვიდეოს გამოქვეყნებით, სადაც, როგორც ჩანს, მათი ერთი წლის შვილი ტატუს იკეთებს. ახლა კი, მშობლები ამტკიცებენ, რომ ეს სცენა ონლაინ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დადგეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაფერი დაიწყო TikTok-ის კონკურსით, რომელიც ბელორუსელმა სტრიმერმა, Mellstroy-მ წამოიწყო, რომელიც თავისი ექსტრემალური გამოწვევებით არის ცნობილი. ონლაინ კაზინოს აქციის ფარგლებში მან პირობა დადო, რომ ყველაზე "წარმოუდგენელი" ვიდეოს შემქმნელს 60 000 დოლარზე მეტის (დაახლოებით 51 000 ევრო) ღირებულების ბინას აჩუქებდა.

მედიის ინფორმაციით, წყვილმა, რომელიც მოკრძალებულ პირობებში ცხოვრობს და დიდ ვალებშია ჩაფლული, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მათი შვილის ტირილი ისმის, როდესაც, როგორც ჩანს, მას ხელზე სპეციალური აპარატით ტატუს უკეთებენ. ვიდეო სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა და მოქალაქეების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ბავშვის მშობლებმა ვიდეოს გავრცელების მეორე დღესვე განაცხადეს, რომ ყველაფერი დადგმული იყო.

დღის ამბები