24 აგვისტო 2026,   01:43
ვრცლად
თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: რაც მოვისმინე, კარგი მოსასმენი იყო, როგორ განხორციელდება, მომავალი გვიჩვენებს

ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მათ განათლების რეფორმა წარუდგინა. აქცენტი გაკეთდა შრომის ბაზრის ანალიზზე, პროფესიულ განათლებაზე და კერძო სექტორის ჩართულობაზე რეფორმის განხორციელების პროცესში. ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. შეხვედრას განათლების და ეკონომიკის მინისტრებიც დაესწრნენ.

"განათლება, რეფორმას, დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროებს. მაგალითად, ინჟინერ-ტექნოლოგი პერსონალის მომზადება საქართველოში არ არის", - ამის შესახებ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"კარგი მოსასმენი იყო, როგორ განხორციელდება, მომავალი გვიჩვენებს. განათლება რეფორმას, დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროებს. მაგალითად, ინჟინერ-ტექნოლოგი პერსონალის მომზადება საქართველოში არ არის. ტექნოლოგიები არსებობს, ქარხნები არსებობს, მაგრამ ბალანსი დარღვეულია. ეს არის განხილვის თემა, რომელიც შესასწავლია, თორემ რეფორმას რომ საჭიროებს განათლება, რად უნდა ამას ლაპარაკი," - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

დღის ამბები