24 აგვისტო 2026,   09:20
ვრცლად
"დღეიდან, დედაქალაქის მთავრობა განახლებული შემადგენლობით შეუდგება საქმიანობას. გამოწვევები ძალიან ბევრია, ჩვენ მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას ძალიან ბევრი სამუშაოს გაწევა უნდა" - ზურაბ აბაშიძე

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. თბილისის ვიცე-მერი კვლავ გიორგი ტყემალაძე იქნება, მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახა აბულაძე დაიკავებენ.

საკრებულომ მხარი დაუჭირა ასევე სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს.

"ჩვენ ვაპირებთ, ყველა ეს პრობლემა გავაშუქოთ და, გარდა ამისა, უამრავ ადამიანს თავისი პირადი, პატარა პრობლემები აქვს, რომელთაც შეგვიძლია დავეხმაროთ - მივყვეთ გამგებელთან, მივწეროთ წერილი, გავარკვიოთ, ავუყვანოთ იურისტი და ამ პატარა, პირადი პრობლემების გადაჭრაში დავეხმაროთ თბილისელებს", - აცხადებს საკრებულოს წევრი, ვახტანგ სურგულაძე.

თბილისის საკრებულოს წევრის, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა განახლებული შემადგენლობით შეუდგება საქმიანობას და იმ დაპირებების შესრულებას, რაც წინასაარჩევნოდ იქნა გაცემული.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი დედაქალაქის ცხოვრებაში, ვინაიდან დედაქალაქის მერს საკრებულომ მისცა თანხმობა მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და დღეიდან, დედაქალაქის მთავრობა, განახლებული შემადგენლობით შეუდგება საქმიანობას. გამოწვევები ძალიან ბევრია. ჩვენ მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას უნდა ძალიან ბევრი სამუშაოს გაწევა, შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში როგორც მუშაობდა დედაქალაქის მერია, ასევე გააგრძელებს", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები